სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანოებს შორის, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა იგეგმება, რაც საზღვრის კვეთას შეამცირებს.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტზე. ეს პროექტი მან ოქტომბერშიც წარადგინა საქართველოში, რაც გულისხმობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ერთმანეთთან დაკავშირებას სომხეთზე გამავალი მარშრუტებით.
"დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო. დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური წინსვლაზე, პროექტების შესრულებაზე და ასევე განვიხილეთ მრავალი საკითხი, რაც ეხება მრავალ მიმართულებას.
საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობის შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ", - თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია. ფაშინიანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.